27 ნოემბერი 2026,   13:30
ვრცლად
"ყოველი წარუმატებელი აქციისა თუ სხვა ქმედების შემდეგ იწყება ერთმანეთის განკითხვა და მოკითხვა მძიმე ფორმებში. ეს არის ის, რაც ოპოზიციაში ხდება" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობასა" და გვარამია-მელიას პარტიას შორის მორიგ დაპირისპირებას საპარლამენტო უმრავლესობაში აფასებენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცირერიცხოვანი აქციის შემდეგ, ამ კონკრეტულ საკითხებზე დაწყებული მწვავე უთანხმოება ადასტურებს, რომ გარე ინსტრუქციებით მართული ნებისმიერი აქცია კრახით სრულდება.

"წარუმატებლობა ყოველ ჟამს ურთიერთკრიტიკისა და ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობს და ყოველი ჩავარდნილი და წარუმატებელი აქციისა თუ სხვა ქმედების შემდეგ იწყება ერთმანეთის განკითხვა და მოკითხვა მძიმე ფორმებში. ეს არის ის, რაც ოპოზიციაში ხდება. ეს ყველაფერი მათი ხელითვე არის გამოფენილი," - აღნიშნა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები