27 ნოემბერი 2026,   16:44
ვრცლად
"სისტემურ დანაშაულზე უადგილოა საუბარი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც პირდაპირ მკვლელობები ჩაიდინეს" - გიორგი ვოლსკი გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე

გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მმართველი გუნდის განცხადებით, სისტემურ დანაშაულზე საუბარი მიუღებელია სისტემური დანაშაულის შემოქმედებისგან. ასევე, განმარტავენ, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნაირად აგებს პასუხს და პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე რჩება.

"დანაშაულის ჩადენა კატეგორიულად მიუღებელია და სისტემურ დანაშაულზე, რასაკვირველია, უადგილოა საუბარი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც არათუ სისტემური ხასიათი მისცეს ძალადობას, არამედ პირდაპირ მკვლელობები ჩაიდინეს. ყურადღებით ვიყოთ, სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი პოლიციელი, კანონმორჩილი პოლიციელი. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არც მათი მუნდირი შერცხვეს და სახელმწიფოც არ აღმოჩნდეს მძიმე პოლიტიკური შეტევის ქვეშ," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია 6 პოლიციელი - ბრალდება მათ გუშინ უკვე წარედგინათ. პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს გორში, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას.

 

დღის ამბები