03 აგვისტო 2026,   17:09
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ბიზნესის ჩართულობით, თბილისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ, კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლების დედებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და კერძო ბიზნესის ჩართულობით, თბილისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლების დედებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა 75 ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტების სასაჩუქრე კალათები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ოჯახებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებასაც გაუწევს.

დღის ამბები