03 აგვისტო 2026,   22:14
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრებს პატრიარქმა უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრებს პატრიარქმა შიო მესამემ უმასპინძლა.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს.

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

"საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც გვაერთიანებს საქართველოსა და აშშ-ს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. მთლიანობაში, შეხვედრა იყო საქმიანიც და ძალიან გულთბილიც - იმედისმომტანი, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება, ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდეს", - აღნიშნავს დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია (ჯაღმაიძე).

დღის ამბები