ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი შონი, რომელიც ცნობილია ჰიტებით Ride It, Down და Tonight, პირველად გამართავს თავის ორ სოლო კონცერტს მოსკოვში 17 და 18 დეკემბერს - ამის შესახებ რუსული მედია „რია ნოვოსწი“ წერს.
„ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი შონი ყველას გაახსენებს, სად იყო 2009 წელს, აგატირებთ და გაგახარებთ, შემდეგ ისევ აგატირებთ და კვლავ გაგახარებთ. არტისტსა და მის გუნდთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ოფიციალურად ვაცხადებთ ორ კონცერტს მოსკოვში, 17 და 18 დეკემბერს“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ.
სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ანა სუბჩევმა „რია ნოვოსწთან“ საუბარში აღნიშნა, რომ არტისტს რუსეთში დიდი რაოდენობით გულშემატკივარი ჰყავს, ხოლო სააგენტო აუდიტორიის მოთხოვნებს ყურადღებით უსმენს. მანვე დაამატა, რომ მოლაპარაკებები რვა თვე გრძელდებოდა, რადგან მომღერალს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და კონცერტებისთვის შესაფერის თარიღებს ვერ არჩევდნენ.
„გვინდა, არტისტს ნამდვილი რუსული ზამთარი და ახალი წლის წინ ლამაზად მორთული დედაქალაქი ვაჩვენოთ“, - აღნიშნა მან.