06 აგვისტო 2026,   04:24
ვრცლად
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველომ დღეს დამოუკიდებლობის აღდგენა აღნიშნა.

26 მაისი ქვეყნის ისტორიაში სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, სუვერენიტეტის დაცვის, ღირებულებების ერთგულების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ეროვნული დღესასწაული იზეიმეს ყველგან, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმაც.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.

ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მოეწყო სამხედრო სივრცეები, სადაც მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდა.
























































დღის ამბები