03 აგვისტო 2026,   16:53
ვრცლად
თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულების წაშლის მცდელობაა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად - ირაკლი ჩიქოვანი

"დღევანდელი დღე არის საერთო სახალხო ზეიმის დღე, რომელიც ასახავს ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს, შემოქმედებით ბუნებასა და განსაკუთრებულ თავდადებას სამშობლოსადმი. ქართული მხედრობა მუდამ იყო საქართველოს ისტორიის თანაზიარი, თავდაცვის ძალები, წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა," - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის ძალები წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს, ქართული მხედრობა კი მუდამ საქართველოს ისტორიის თანაზიარი იყო.

"ჩვენი დამოუკიდებელი სამშობლო მის ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. სწრაფად ცვალებად თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულების და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად.

კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს ვუსურვო მშვიდობა, ერთიანობაა და კეთილდღეობა! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი!" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები