03 აგვისტო 2026,   19:20
ვრცლად
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ გორში მასპინძლობს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ გორში მასპინძლობს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი პროგრამა გორის ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება და მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაგეგმილ აქტივობებზე დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურად მოწყობილ ინტერაქციულ სივრცეებში დანაყოფების საქმიანობას გაეცნონ;

დაათვალიერონ სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა და აღჭურვილობა;

პატარა სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი და გასართობი კუთხეები;

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, „112"-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ;

წარმოდგენილი იქნება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია, სადაც ქალაქში მოხვედრამდე ბავშვები გაივლიან საპასპორტო კონტროლის ზონას, ასევე, მოსულ სტუმრებს სამახსოვრო პასპორტს გადასცემენ;

პატარებს დახვდებათ იმიტირებული ველორბოლის ბილიკი, რომლის გავლის შემდეგ ბავშვებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცემათ და კვარცხლბეკზე დაჯილდოვდებიან;

მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ადგილი, სადაც ბავშვები მენტორი ექსპერტების დახმარებით გაეცნობიან, თუ როგორ ხდება სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ასევე, მოეწყობა ქიმიური შოუ;

იმიტირებულ დაცულ სახლში, მენტორების დახმარებით, მოზარდები თავად მოირგებენ პოლიციის აღჭურვილობას და შეასრულებენ პოლიციელის როლს;

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბავშვებისთვის დაამონტაჟებს „საცოც კედელს“;

წარმოდგენილი იქნება ვირტუალური ტირი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფორმები;

წარმოდგენილი იქნება სანაპირო და სახმელეთო სპეცტექნიკა;

მოეწყობა დრამების მარში;

წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების კვებისა და ხელნაკეთი ნივთების სივრცეები;

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური საგამოფენო სივრცეები;

შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;

ღონისძიება დასრულდება გალა კონცერტით.

26 მაისს შევხვდებით ქალაქ გორში.

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!"- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები