თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა.
"მომავლის ხმა" - ასე ეწოდება ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორია 16-დან 40 წლამდე განისაზღვრა. 30 მონაწილიდან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაასახელეს. მათ ფულადი პრიზები გადაეცათ.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალის მიზანი ახალი ტალანტების აღმოჩენა.