18 ივნისი 2026,   10:10
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი ძირითადად მიღწეულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი ძირითადად მიღწეულია.

დონალდ ტრამპი განცხადებით, მან სატელეფონო კონსულტაციები გამართა საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტის, იორდანიის, ბაჰრეინისა და ისრაელის ლიდერებთან.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს, დოკუმენტის საბოლოო დეტალები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დღის ამბები