საქართველოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანი გარემოსდაცვით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაა. შეკრებილ სტუმრებს და ახალგაზრდებს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და დაცული ტერიტორიების გაფართოების პოლიტიკა გააცნეს.
დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსის - "საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში" გამარჯვებულები, რომლებსაც პრიზები გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა.