18 ივნისი 2026,   15:33
ვრცლად
ბრიტანელი მეცნიერები ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ტესტირებისთვის რამდენიმე თვეში იქნება მზად - BBC

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები, ებოლას ეპიდემიასთან საბრძოლველად ახალ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც კლინიკური კვლევებისთვის ორ-სამ თვეში იქნება მზად, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაწყებული ებოლას ვირუსის აფეთქების შედეგად, დადასტურებულია 750 საეჭვო შემთხვევა და გარდაცვლილია 177 ადამიანი.

ბუნდიბუგიოს სახელით ცნობილი ებოლას იშვიათი შტამის საწინააღმდეგო დადასტურებული ვაქცინა არ არსებობს. ვირუსი ინფიცირებულთა დაახლოებით მესამედს კლავს.

როგორც BBC-ი წერს, არ არსებობს გარანტია, რომ ვაქცინა ეფექტური იქნება და ამის გასარკვევად საჭიროა ცხოველებზე, შემდეგ კი ადამიანებზე კვლევების ჩატარება.

თუმცა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი სასწრაფო რეჟიმში მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ აფეთქება კონტროლიდან გამოვა და მათი ექსპერიმენტული ვაქცინა საჭირო გახდება.

დღის ამბები