საქართველოში ჩაის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება ანასეულის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მოეწყო ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა, გაიმართა დისკუსია დარგში არსებული გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.
მონაწილეებმა დაათვალიერეს ჩაის სანერგე და გადამამუშავებელი ექსპერიმენტული საწარმო, ასევე, ფარული დეგუსტაციის ფარგლებში შეაფასეს ქართული ჩაის ნიმუშები.