აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს, ირანს გამდიდრებული ურანი ჰქონდეს.
"ჩვენ მას მივიღებთ. ურანი არ გვჭირდება, არ გვინდა. ალბათ გავანადგურებთ მას მიღების შემდეგ, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ მათ ეს ჰქონდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყოს. ჩვენ გვინდა, რომ ის უფასო იყოს. ჩვენ არ გვინდა გადასახადი. ეს არის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტია და მასზე გადასახადი არ უნდა იყოს. არ არსებობს გემი, რომელსაც დღეს ჩვენი თანხმობის გარეშე გავლა შეუძლია. საზღვაო ფლოტმა საოცარი სამუშაო გასწია. არც ერთი გემი არ მიემგზავრება ირანში, როგორც იცით. არც ერთი გემი არ მიემგზავრება ირანში ან არ გადის ირანიდან ჩვენი თანხმობის გარეშე," - განაცხადა ტრამპმა.