04 აგვისტო 2026,   17:13
ვრცლად
ITB CHINA 2026 - საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება 

400 კვადრატული მეტრი ტერიტორია ITB CHINA- ს ტურისტულ გამოფენაზე მთლიანად ქართულ სტენდს დაეთმობა. მასშტაბური ღონისძიებისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. წელს საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენისთვის უკვე მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც ჩინური მედიასა და ციფრული არხებზე განთავსდება.

შანხაიში გამოფენა 700-ზე მეტ სტუმარს მიიღებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და ღვინო. გამოფენა ქართული სტენდის დათვალიერებით გაიხსნება. კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი "რუსთავი" მიიღებს.

პავილიონში, გამოფენის სტუმრები ინფორმაციას მუზეუმებსა და ფონდში დაცული კოლექციების შესახებაც მიიღებენ. ღონისძიება ახალი შესაძლებლობაა ტურისტული კომპანიებისთვისაც, რომლებიც შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან გამართავენ.

აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. 25 მაისს დაგეგმილია საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება. შანხაიში გამოფენა სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.

დღის ამბები