18 ივნისი 2026,   12:55
ვრცლად
ბულგარეთის დედაქალაქში "თბილისის სკვერი" გაიხსნა

ბულგარეთის დედაქალაქში "თბილისის სკვერი" ოფიციალურად გაიხსნა.

სოფიის ცენტრში, ლოზენეცის რაიონში მდებარე სკვერისთვის სახელწოდების მინიჭების გადაწყვეტილება ადგილობრივმა საკრებულომ ჯერ კიდევ 2023 წელს მიიღო, დღეს კი რეაბილიტირებული სივრცე საზეიმოდ გაიხსნა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის სიმბოლოა.

პარკში თბილისის ხედების ამსახველი გრაფიტია წარმოდგენილი.

ოფიციალურ ცერემონიას სოფიის მერი ვასილ ტერზიევი, ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელობა და საქართველოდან მიწვეული დიპლომატები დაესწრნენ.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები