ბიზნესმენმა ტიმურ მინდიჩმა, რომელიც ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრია, უკრაინის პრეზიდენტს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს და ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივლა.
მინდიჩი, რომელიც "ენერგოატომში" თანხების გაფლანგვისა და ენერგეტიკის სფეროში კორუფციული საქმის მთავარი ფიგურანტია, პრეზიდენტის ბრძანებულებას ასაჩივრებს, რომლითაც მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები ამოქმედდა.