მასშტაბური საპროტესტო ტალღა ევროპის ორ ქვეყანაში - იტალიისა და გერმანიის ქუჩებში ათასობით სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და პროფკავშირების წარმომადგენელი გამოვიდა.
იტალიაში, საყოველთაო გაფიცვის ფონზე, ვითარება რამდენიმე ქალაქში დაიძაბა: ბოლონიაში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებები მოხდა, გენუაში კი სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებას, გადაიარაღებასა და მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკას აპროტესტებენ.
პარალელურად, აქციები გაიმართა გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქშიც - მათ შორის ბერლინში, სადაც ახალგაზრდებმა განათლებასა და კლიმატის დაცვაში მეტი ინვესტიცია მოითხოვეს. აქციები გაიმართა დიდ ბრიტანეთშიც.