18 ივნისი 2026,   15:33
ვრცლად
ჯეი დი ვენსი ევროპულ მედიას: სარკეში ჩაიხედონ

"ჯერ საკუთარ თავს ჩახედონ სარკეში" - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ევროპულ მედიაში ამერიკის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ვენსმა ევროპელი ჟურნალისტები პრეზიდენტის განცხადებებზე "გადაჭარბებულ რეაგირებაში" დაადანაშაულა და შეახსენა, რომ ვაშინგტონის მაღალი სამხედრო ხარჯები, სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ ევროპაში ათიათასობით ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნით არის განპირობებული.

"მთელი ცხოვრების განმავლობაში მესმის ევროპული მედიის ჭიკჭიკი იმის შესახებ, თუ რა არის ცუდი ამერიკის შეერთებულ შტატებში - ეს არ გვაქვს, ის არ გვაქვს.

ჯანდაცვაზე საკმარისად არ ვხარჯავთ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვაზე ამდენის დახარჯვის ნაწილობრივი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ევროპაში ათიათასობით ჯარისკაცი გვყავს.

ჩემი აზრით, თუ ევროპულ მედიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, ჯერ საკუთარ თავს უნდა ჩახედოს სარკეში,"- აცხადებს ვენსი.

დღის ამბები