ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფესტივალი - "ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა" მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
წარმოდგენილია ენდემური ხორბლის ჯიშები, ეწყობა ტრადიციული პურის დეგუსტაცია, ღვინის გამოფენა-გაყიდვა საჯარო ლექციები. პარალელურად, მიმდინარეობს აკადემიური წიგნის ფესტივალიც.
თსუ-ს ბიბლიოთეკის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება ორდღიანია და ის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება.