თბილისში სამბოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. შეჯიბრების პირველივე დღეს ევროპის ჩემპიონობა ავთო მუკბანიანმა იზეიმა, საერთო ჯამში კი, ქართველმა სამბისტებმა 13 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალია.
კონტინენტის პირველობა, სადაც 34 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა.
საქართველომ სამბოს ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში უკვე მეორედ უმასპინძლა.