ოჯახის სიწმინდის დღესსთან დაკავშირებული მსვლელობა დაიწყო.
ქაშუეთიდან დაწყებულ მსვლელობას, რუსთაველის გამზირიდან სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, პოლიტიკოსები, დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საზოგადოება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნად, მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში მიემართება, სადაც შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დალოცავს.
დღევანდელი დღე, ასევე დაემთხვა დღეს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლის რანგში, პირველი საღვთო ლიტურგიას აღასრულებს.
მისი მხარდაჭერისა და პატივისცემის ნიშნად, საქართველოს ეკლესიას სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო დელეგაციები ეწვივნენ, რომლებიც ასევე ესწრებიან სამების ტაძარში მიმდინარე მსახურებას, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დღეს პირველად აღავლენს.