"ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი და პატრიარქ შიო მესამის დღევანდელი ის ინიციატივაც, რომ ეს გაგრძელდეს და ქონდეს შეუქცევადი ხასიათი, ასევე ნიშნავს, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ რწმენას", - ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან, 17 მაისთან დაკავშირებით განაცხადა.
მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად საზოგადოების მსვლელობას, ოჯახთან ერთად შეუერთდა.
"დღევანდელ დღეს, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე, იმიტომ, რომ ეს არის ტრადიციაც, ეს არის რწმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემაც.
ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი და პატრიარქ შიო მესამის დღევანდელი ის ინიციატივაც, რომ ეს გაგრძელდეს და ქონდეს შეუქცევადი ხასიათი, ასევე ნიშნავს, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ რწმენას. იდენტობას, ტრადიციას, საკუთარ კულტურასა და საკუთარ ოჯახს და საკუთარ მშობლებს ყოველთვის სცემს პატივს და ეს იქნება მისი მთავარი განმასხვავაებელი, მათ შორის, თუ გნებავთ ნიშანი, ყველა დანარჩენისგან, თუმცა ვუსურვებ ყველას, რომ მთელს მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები, რომ თაობები გაიზარდონ ამ მაღალ ღირებულებებზე", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.