03 აგვისტო 2026,   20:56
ვრცლად
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები, ახალგაზრდული სივრცეები, ოკუპაცია და ევროინტეგრაცია - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები, ახალგაზრდული სივრცეები, ოკუპაცია და ევროინტეგრაცია - ეს იყო თემები, რომლებიც ახალგაზრდებს აინტერესებდათ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერებმა ამჯერად საჭიროებებზე მორგებული პროექტები, იმ ახალგაზრდებთან ერთად დაგეგმეს, რომლებიც გორში, შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩავიდნენ.

კითხვა-პასუხის ფორმატში, დასაქმების მიმართულებასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობასა და იდეოლოგიური გამოწვევების გავლენაზე.

შიდა ქართლში გამართულ რეგიონულ კონფერენციას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს განვითარების მეტი შესაძლებლობა და წარმატებული მომავალი ჰქონდეთ.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სურვილი, უფრო აქტიურად ჩაერთონ როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ პროცესებში. ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, მათი მთავარი მიზანი ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაციაა.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. დისკუსია უკვე შედგა საქართველოს 6 რეგიონში. დარჩენილია კიდევ 4 კონფერენცია, რის მერეც შემაჯამებელ შეხვედრას უკვე თბილისი უმასპინძლებს.

დღის ამბები