04 აგვისტო 2026,   21:18
ვრცლად
თეკლა თიკანაშვილი: ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს - შიდა ქართლში ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა

ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა განაცხადა შიდა ქართლში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

თიკანაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, რასაც ახალგაზრდული ორგანიზაციის გუნდი მაქსიმალურად მხარში უდგას.

"ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. იქნება ეს განათლების, დასაქმების თუ საკუთარი თავის რეალიზების მიმართულებით და ჩვენც მაქსიმალურად ვდგავართ ახალგაზრდების გვერდით,"- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

"ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენციები გრძელდება. დღეს ღონისძიებას მე-6 რეგიონი მასპინძლობს. გორში, შიდა ქართლის ახალგაზრდებთან განიხილება აქტუალური საკითხები. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში შედგა. დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია აქტიური კომუნიკაცია თანატოლებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში. შეხვედრები სულ ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

გრძელდება ქართული ოცნების რეგიონული კონფერენციები. დღეს ღონისძიებას მე-6 რეგიონი მასპინძლობს. გორში, შიდა ქართლის ახალგაზრდებთან განიხილება აქტუალური საკითხები. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში შედგა. დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია აქტიური კომუნიკაცია თანატოლებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში. შეხვედრები სულ ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

დღის ამბები