14 აგვისტო 2026,   14:27
ვრცლად
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს შევხვდებით ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამესთან ერთად - თამარ ბაგრატიონი

"ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო" - ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა.

ოჯახის თემაზე მოეწყო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. კონფერენციის მიზანი ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობის ხაზგასმა, დემოგრაფიული განვითარების საკითხებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს შევხვდებით ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამესთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება მოვსულიყავი და ჩვენი ბავშვების ნამუშევრები მენახა. იმიტომ, რომ ეს ნამუშევრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მე ტყუილად არ მიცხოვრია. ამ ბავშვებმა ზუსტად იციან, ოჯახი რა არის, ზუსტად იციან, რომ ოჯახი იწყება სიყვარულით, როგორც ღმერთი იწყება სიყვარულით და თუ ოჯახი არ გიყვარს, არ გიყვარს შენი სამშობლო", - აცხადებს თამარ ბაგრატიონი.

 

დღის ამბები