18 ივნისი 2026,   11:37
ვრცლად
თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო - ტამპმა ჩინეთის პრეზიდენტს მიმართა

დონალდ ტრამპმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენრი ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან მართავს მოლაპარაკებებს.

შეხვედრას შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტიდა სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი ესწრებიან.

დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა იქნება.

„ამბობენ, რომ ეს, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო“, – მიმართა დონალდ ტრამპმა სი ძინპინს.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სი ძინპინთან ურთიერთობა ნებისმიერ წინა სახელმწიფო მეთაურთან ურთიერთობაზე მჭიდროა.

„ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ. ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტთან ურთიერთობაზე ხანგრძლივია.
ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს ვპოულობდით, პირდაპირ ვურეკავდით ერთმანეთს.
პრობლემებს ძალიან სწრაფად ვაგვარებდით და დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიკური საერთო მომავალი გველოდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები