08 ივნისი 2026,   07:54
ვრცლად
კოკაინი, მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა - პოლიციამ გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 6 პირი

კოკაინი, მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა - ნარკოტიკი რომელიც გასაყიდად იყო გამზადებული პოლიციამ ბოლო 24 საათში ამოიღო. დაკავებულია 6 პირი.

საპოლიციო ღონისძიებების ერთ-ერთი ადგილი პეტრე- პავლეს სახელობის სასაფლაო იყო. "კურიერის" ინფორმაციით, პატრულმა უკრაინის მოქალაქე გადამოწმებისთვის შეაჩერა, მას ჯიბეში 24 შეკვრად დაფასოებულ მეტადონის მალავდა.

20 წლის უკრაინის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 39 წლის მამაკაციც, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა ის მუხიანში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს, გაჩხრიკეს და დიდი ოდენობით მეთადონი უპოვეს.

საპოლიციო ღონისძიებების შედეგად რეალიზაციის რამდენიმე ფაქტი აღკვეთეს რეგიონებშიც. ნარკოტიკების გარდა სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ფული და ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.

ექვსივე დაკავებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, კურიერის ინფორმაციით ბრალდებულების ნაწილი რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტს უარყოფს და ამბობენ, რომ ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდათ.

დღის ამბები