07 აგვისტო 2026,   21:10
ვრცლად
საქართველო არის მრავალი საინვესტიციო პროექტის ავტორი და ინიციატორი. ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს საქართველოს, რომელიც მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის - მიხეილ დუნდუა

"ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს პერსპექტივის სახით საქართველოს დაწყებული, ეს პროცესი მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის ქვეყანას", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, სადაც ყურადღება გაამახვილა იმ სექტორებზე, სადაც ყველაზე მეტი კაპიტალი იდება ქვეყანაში.

მიხეილ დუნდუამ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის დამაკავშირებელ ელექტრომაგისტრალზე, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ ზრდას ჰპირდება.

"მრავალპროფილური, მრავალსექტორული არის საინვესტიციო პროცესები, იდება თანხა იმ მიმართულებით, როგორიც არის საფინანსო სექტორი, მშენებლობა, უძრავი ქონება, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა. ეს ყოველივე საინვესტიციო პროცესებისა და მოზიდვის მრავალდარგოვანი მიმართულებაა. ქმნის ინკლუზიური განვითარების, მრავალდარგოვანი განვითარების პერსპექტივას.

საქართველო არის მრავალი საინვესტიციო პროექტის ავტორი და ინიციატორი, მაგალითად შავი ზღვის დამაკავშირებელი ელექტრომაგისტრალი - კაბელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და განავითაროს საქართველოს ენერგეტიკა და ეკონომიკა. მისი იდეის ავტორი და ინიციატორი არის საქართველო, უმაღლესი მნიშვნელობა მიენიჭა მას ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან.

ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს პერსპექტივის სახით საქართველოს. დაწყებულია ეს პროცესი, რომელიც მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის ქვეყანას და ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდაზე აისახება ძალიან ძლიერად", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

დღის ამბები