"ძალიან ბევრი რეიტინგია, სადაც საქართველოს აქვს მოწინავე პოზიცია," - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მან საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება.
"ბოლო რეიტინგები, რომელიც გამოქვეყნდა 2026 წლის კეთილდღეობისა და თავისუფლების ატლასი, რომელიც "ატლანტიკურმა საბჭომ" გამოაქვეყნა, 2025 წლის ინდექსს ეფუძნება კვლევა, კეთილდღეობის გაუმჯობესებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველო გაიყვანა პირველ ადგილზე მსოფლიოში და მიმდინარე მაჩვენებლის მიხედვით, საუკეთესო 50 ქვეყანას შორის. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და აჩვენებს, რომ როდესაც კვლევას ატარებს ორგანიზაცია, სხვა გამოსავალი არაა, თუ არა საქართველოს წარმატება აღიაროს და ეს დადასტურებულია.
ბოლო კვლევა, რომელიც ახლახან იქნა გამოქვეყნებული, რომელიც დემოკრატიათა ალიანსმა გამოაქვეყნა, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზეა. გლობალური აღქმის ინდექსითაც, რომლის მიხედვით 50 000 ადამიანი იქნა გამოკითხული მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქვეყანაში, ისევ ამ ფონდის მიერ, მიიღო ისეთი შედეგი, რომ საქართველო არის ევროპის საუკეთესო ოცეულში. გლობალური აღქმის ინდექსი გულისხმობს შეფასებას, რამდენად დადებითად ან უარყოფითად აფასებენ რესპონდენტები ქვეყანაში არსებულ ვითარებას. საქართველო შეფასებულია დადებითად, ისე დადებითად, რომ არის ევროპის საუკეთესო ოცეულში. ეს არის საერთაშორისო შეფასებები, რომელსაც ახორციელებენ ავტორიტეტული ორგანიზაციები," - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.