04 აგვისტო 2026,   04:39
ვრცლად
ტრამპის ორგანიზაცია როცა გადაწყვეტს, რომ შევიდეს ახალ პროექტში, ეს ბევრის მანიშნებელია პოტენციური ინვესტორებისთვის - შიო ხეცურიანი "თბილისი ტრამპ თაუერის" შესახებ

"გამორჩეული ფაქტია, რომ ტრამპის ორგანიზაციამ, ფაქტობრივად ოჯახმა, საქართველო და თბილისი აირჩია ლოკაციად, სადაც ამ პროექტს განახორციელებდა" - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "არქის" გენერალურმა დირექტორმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, სადაც ხაზი გაუსვა იმ ეკონომიკურ ბენეფისებზე, რასაც "თბილისის ტრამპ თაუერის" პროექტი ქვეყანას მოუტანს.

როგორც შიო ხეცურიანმა აღნიშნა, ნდობა, რომელიც "ტრამპ თაუერმა" საქართველოს გამოუცხადა, გარკვეულწილად სიგნალი იქნება სხვა ინვესტორებისთვის, რათა დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პოტენციალით.

"შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცნობადი უძრავი ქონების დეველოპერული ბრენდი. ისინი წელიწადში 3-4 ლოკაციას ირჩევენ. მათ არ აქვთ ხშირი განვითარება და ბევრ ახალ პროექტს არ იწყებენ. როდესაც ასეთი მცირე განვითარებები აქვთ, მაგრამ ხარისხობრივად ძალიან მაღალი და ამ 3-4 ახალ პროექტში თბილისი გამოჩნდება რუკაზე, ეს მოიზიდავს როგორ ამერიკელ, ევროპელ, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინვესტორს.

კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტი იქნება საქართველო, იმიტომ, რომ ეს ბრენდი თავისთავად იმდენად ცნობილია მსოფლიოში, რომ გამოირჩევა ის ადგილები, სადაც ისინი შედიან. პოტენციური ინვესტორებისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება ძალიან კარგი და თვალსაჩინო ადგილი, რომ ახალი ინვესტიცია განახორციელონ, არა მხოლოდ "ტრამპ თაუერში", არამედ ნებისმიერ სხვა შესაძლო უძრავი ქონების ბიზნესში, სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებითს. ტრამპის ორგანიზაცია როცა გადაწყვეტს, რომ შევიდეს ახალ პროექტში, ეს ბევრის მანიშნებელია პოტენციური ინვესტორებისთვის", - აღნიშნა შიო ხეცურიანმა.

დღის ამბები