"ვუერთდებით ინიციატივას, რომლის მიზანია პირველადი მოხმარების, ყოველდღიურად საჭირო პროდუქტებზე, მაქსიმალურად შეღავათიანი ფასები შეთავაზება", - ამის შესახებ მაღაზიათა ქსელ "ზღაპარის" მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ფასდაკლებულ პროდუქტებთან დაკავშირებით განაცხადა.
თაკო ბიბილაშვილის თქმით, ეს იქნება მუდმივი შეთავაზება, რომელიც შექმნის გრძელვადიან სარგებელს და მომხმარებელს შეუმცირებს ყოველდღიურ ხარჯებს.
"სუპერმარკეტების ქსელი "ზღაპარი" ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლის საჭიროებებზე, სწორედ ამიტომ, ვუერთდებით ინიციატივას, რომლის მიზანია პირველადი მოხმარების, ყოველდღიურად საჭირო პროდუქტებზე მაქსიმალურად შეღავათიანი ფასების შეთავაზება.
ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები, მაქსიმალურად ბიუჯეტურ ფასებში.
ეს არის მუდმივი შეთავაზება, რომელიც შექმნის გრძელვადიან სარგებელს და მომხმარებელს შეუმცირებს ყოველდღიურ ხარჯებს", - განაცხადა თაკო ბიბილაშვილმა.