03 აგვისტო 2026,   18:42
ვრცლად
ღონისძიება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ახალი თაობის ბიზნესპარტნიორობების მხარდაჭერას - აშშ-ის საელჩო საინვესტიციო სამიტზე

შეერთებული შტატები მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთავარი ადგილია და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საელჩოს ცნობით, გასულ კვირას, 12 ქართულ კომპანიას უმასპინძლეს 2026 წლის SelectUSA საინვესტიციო სამიტზე, სადაც ისინი ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნენ, ტექნოლოგიური პარტნიორობები დაამყარეს და აშშ-საქართველოს შორის კომერციული კავშირები განამტკიცეს. 

"როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდი მთავარი ამერიკული ღონისძიება, #SelectUSA2026 წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების 250-ე იუბილეს დაემთხვა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ინოვაციების, სიმტკიცისა და შესაძლებლობების სულისკვეთებას ზეიმობს.

ხელოვნური ინტელექტიდან წარმოებამდე, ქართულმა კომპანიებმა საკუთარი გამოცდილება წარმოაჩინეს, ამერიკელ პარტნიორებთან დაამყარეს კავშირები და ამერიკელი კოლეგებისგან ინფორმაცია მიიღეს.

ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ხელს შეუწყობს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ახალი თაობის ბიზნესპარტნიორობების მხარდაჭერას", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები