საფრანგეთის საელჩო საქართველოში ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, - ამის შესახებ საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საფრანგეთის საელჩო საქართველოში ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე