ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. დონალდ ტრამპი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.
ტრამპთან ერთად ჩინეთში გაემგზავრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ასევე, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და პლატფორმა „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი.
ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისადმი მისი პირველი თხოვნა ამერიკული ბიზნესებისთვის ჩინეთის „გახსნა“ იქნება.
„ვთხოვ პრეზიდენტ სი ძინპინს, გამორჩეულ ლიდერს, რომ „გახსნას“ ჩინეთი, რომ ამ ბრწყინვალე ადამიანებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოყენება და დაეხმარონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებაში. არასდროს მინახავს და არც მსმენია რაიმე იდეა, რომელიც უფრო სასარგებლო იქნებოდა ჩვენი წარმოუდგენელი ქვეყნებისთვის!“ - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტი.