უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ზელენსკის მმართველობაზე და ქვეყანაში შექმნილი კრიზისზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ზელენსკი ემოციურად არასტაბილური ლიდერია, რომელიც კამერების წინ თამაშობს. მენდელი მას ადანაშაულებს არჩევნების გაუქმებასა და ძალაუფლების უზურპაციაში.
საუბრობს პერიოდზე, როდესაც მისი თქმით, რეიტინგის ვარდნის ფონზე, ზელენსკიმ საკუთარი გუნდისგან "გებელსის სტილის პროპაგანდის" წარმოება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება მოითხოვა. გარდა ამისა, ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტს ფინანსურ მაქინაციებშიც ადანაშაულებს - კერძოდ, სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა და საპენსიო ფონდების გავლით ფულის გათეთრების სქემების ხელშეწყობაში.
მენდელის დასკვნით, ზელენსკი ამჟამად უკრაინისთვის მშვიდობის გზაზე მთავარი დაბრკოლებაა.
უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრეს-მდივანი იულია მენდელი აცხადებს, რომ ზელენსკი წარმოუდგენლად ნიჭიერი მსახიობია.
"ის საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს. ხშირად ისტერიკაში ვარდება და მიაჩნია, რომ ყველა ადამიანი სახარჯი მასალაა. მას არ გააჩნია ის ემპათია, რომელსაც ასე ოსტატურად თამაშობს. ის წარმოუდგენლად ნიჭიერი მსახიობია და სწორედ ამან მოგვიტანა დიდი მხარდაჭერა 2022 წელს. თუმცა, მის არტისტიზმს მიღმა არანაირი შინაარსი არ დგას. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რეალობასაა მოწყვეტილი.
მისი ნათქვამი, უმეტესად, ან მანიპულაციაა, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტი, ანდაც - სუფთა წყლის სიცრუე. მილიონობით ადამიანს კვლავ სჯერა, რომ ზელენსკის მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს, თუმცა დღეს ვითარება სხვაგვარია. კამერების წინ ის "ფუმფულა დათუნიას" როლს თამაშობს, მაგრამ როგორც კი შუქი ქრება, ის მტაცებელ გრიზლიდ იქცევა და საკუთარ ხალხს ანადგურებს. კორუფციაზე რამდენიმე კარგი მასალა ნამდვილად მინახავს.
ზელენსკისთან ძალიან დაახლოებული პირები, სამთავრობო პროგრამებიდან პროცენტებს იღებდნენ - უკანონო პროცენტს ვგულისხმობ. მასთან მუშაობის ორი წლის განმავლობაში, ის მუდმივად იმეორებდა ორ ფრაზას, რაც მასზე ყველაფერს ამბობს. პირველი: "უკრაინა არ არის მზად დემოკრატიისთვის" - ეს მისი პირდაპირი ციტატაა. და მეორე: "დიქტატურა წესრიგია" ყველა კოკაინზე ლაპარაკობს.
მეორე მომენტი კი ისაა: რომ ყოველთვის, როცა ინტერვიუსთვის ვამზადებდით, მიმქონდა ჩანაწერები, ვუხსნიდი, თუ ვინ იყო ჟურნალისტი, რა მესიჯები უნდა გაჟღერებულიყო. კითხვა დიდად არ უყვარს; ურჩევნია, მოგისმინოს, მერე კი 15 წუთით სააბაზანოში შედიოდა. ყოველთვის მაოცებდა, რომ იქიდან სრულიად სხვა ადამიანი გამოდიოდა - მართლა, რადიკალურად შეცვლილი," - აცხადებს მენდელი.