საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მათუშ ბუშოვსკი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს.
შესაბამისი განცხადება დიპლომატმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
"ვულოცავ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას! დაე, თქვენი წინამძღოლობა სიბრძნისა და ერთობის მომტანი იყოს და კურთხევა მოუტანოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს!" - წერს მათუშ ბუშოვსკი.
ავტოტი: ლუკა ჩლაიძე.