30 ნოემბერი 2026,   00:01
ვრცლად
მთავარი პრიორიტეტია, გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა 50 წელი აკეთა - მეუფე ნიკოლოზი

უკვე 2 საათზე მეტია, რაც სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს. დელეგატები დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

პროცესის დასრულებამდე თავის პოზიციები გააჟღერეს მღვდელმსახურებმა. ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილის) განცხადებით, მთავარი, ის საქმე გაგრძელდეს, რასაც უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე 50 წლის განმავლობაში აკეთებდა.

"მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ჩვენმა პატრიარქმა, რაც 50 წელი აკეთა, ეს საქმე გაგრძელდეს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილმა).

 

დღის ამბები