27 ნოემბერი 2026,   12:24
ვრცლად
უფალს ვენდობი და კარგი მოლოდინი მაქვს, რაც ღმერთს უნდა, ის იქნება - დეკანოზი მამა თეოდორე

"ჩემს უფალს ვენდობი და კარგი მოლოდინი მაქვს, რაც ღმერთს უნდა, ის იქნება. ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, იქნება ის, რაც ღმერთს უნდა. ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის იქნება, რაც ჩვენს ერს სჭირდება," - ამის შესახებ დეკანოზმა, თბილისის ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა.

"პატრიარქს უდიდესი როლი აქვს საერთოდ საქართველოს ისტორიაში და აწმყოშიც, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ასე ვლოცულობ, უფალო როგორც შენ გინდა, ეგრე იყოს," - აღნიშნა მამა თეოდორემ.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები იკრიბებიან - ქვეყანა ისტორიული სხდომის მოლოდინშია, საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს უნდა დასახელდეს.

გაფართოებული კრება სამების ტაძარში 13:00 დაიწყება და მას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება, თუმცა ხმის მიცემის უფლება 39 ეპისკოპოსს აქვს.

კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

დღის ამბები