18 ივნისი 2026,   11:36
ვრცლად
მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი მაიამიში კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი მაიამიში კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ინფორმაციას "აქსიოსი" ავრცელებს.

მათი ცნობით, კატარი, პაკისტანი, ეგვიპტე, თურქეთი და საუდის არაბეთი, შეთანხმების მისაღწევად ერთობლივად მუშაობენ.

შუამავლები ორივე მხარეს მოუწოდებენ, შეამცირონ დაძაბულობა და შეთანხმების მიღწევაზე გაამახვილონ ყურადღება.

შეხვედრის მთავარი განხილვის თემა კი, ვაშინგტონსა და თეირანს შორის იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების გზა იყო, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

დღის ამბები