04 აგვისტო 2026,   14:35
ვრცლად
ამბროლაურში, პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია გაიმართა

პოლიტიკურმა პარტიამ - "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მორიგი წარმომადგენლობითი ოფისი რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში გახსნა. ოფისის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა რაჭველებს მადლობა გადაუხადეს ინტერესისთვის და ხაზი გაუსვეს რეგიონის უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს, რომლის სრულყოფილად რეალიზებისთვის საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და რაც მთავარია მშვიდობა, რისი გრძელვადიანი უზრუნველყოფაც შესაძლებელი გახდება ნეიტრალიტეტის პირობებში.

"ილუზიებით ქვეყნის მართვამ მძიმე გამოცდილება მოგვიტანა, ჩვენ კი გთავაზობთ თვისებრივად ახალ გზას ქვეყნის განვითარებისთვის - ჩვენ დავსახეთ ორი ძირითადი პრიორიტეტი: ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების დაფუძნება ეროვნულ ინტერესებზე და მთელი ძალისხმევის მიმართვა ნეიტრალიტეტის აღიარების მოპოვებისკენ; ასევე, შიდა პოლიტიკის აგენტურისგან გაწმენდა. თუ სხვა მიმართულებებით შედეგის მიღწევა გვსურს, ეს ორი პირობა აუცილებლად უნდა შესრულდეს"- აღინიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა შეხვედრაზე.

დღის ამბები