კახეთში ფაშიზმზე გამარჯვება აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით გურჯაანის დიდების მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა იყო.
სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მემორიალი გვირგვინით შეამკო.