04 აგვისტო 2026,   10:59
ვრცლად
26 მაისს ჩვენ ველით აღლუმს, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმე ვიყოთ, ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხისთვის​ - შალვა პაპუაშვილი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 26 მაისს ხელისუფლება ელის აღლუმს, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმე ვიყოთ.

პაპუაშვილის თქმით, ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხისთვის:

"რაც შეეხება იმ დანაშაულებრივ გაერთიანებას, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს, დანაშაულებრივი გაერთიანების მთელი არსი ისაა, რომ რაღაც დანაშაულები უნდა დაგეგმონ. ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, რა თქმა უნდა, ახლაც ასე იქნება.

რაც მთავარია, ვხედავთ, რომ თავადაც არიან ფრუსტრირებულები. ერთმანეთს ჭამენ, ეჩხუბებიან იმის გამო, რომ ვერ ასრულებენ დავალებას, უბრაზდებიან მათი დამკვეთები სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან და შემდეგ ეს ბრაზი გადმოაქვთ ერთმანეთზე, ჩხუბობენ ერთმანეთთან. ასე, რომ რა უნდა ვნახოთ? ვნახავთ აღლუმს და ჩვენი წვევამდელების ფიცს და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხის“, - განაცხადა პაპუაშვილმ

 

დღის ამბები