18 ივნისი 2026,   08:56
ვრცლად
ალბანეთის დედაქალაქში კორუფციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ალბანეთის დედაქალაქში კორუფციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. იყო შეტაკებები პოლიციასთან.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა პიროტექნიკისა და ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს სამართალდამცავების წინააღმდეგ.

სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეკრების ორგანიზატორი ოპოზიციური ალბანეთის დემოკრატიული პარტიაა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვს და მას კორუფციაში ადანაშაულებს.

დღის ამბები