07 აგვისტო 2026,   09:45
ვრცლად
რასა იუკნევიჩიანე, ანა ფოტიგა, ჟიგიმანტას პავილიონისი - პარლამენტის თავმჯდომარე, 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ევრობიუროკრატებს აკისრებს

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ძალადობრივ აქციაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ევრობიუროკრატებს აკისრებს. მათ ვინც, ორბელიანის სასახლის დარბევის პარალელურად, სოციალურ ქსელში, ერთი მეორის მიყოლებით, აქციის მხარდამჭერი გზავნილები გამოაქვეყნეს.

რასა იუკნევიჩიანე, ანა ფოტიგა, ჟიგიმანტას პავილიონისი - 4 ოქტომბრის ღამეს ყველა ის ევროპელი ლიდერი აქტიურობდა, რომელიც მმართველი გუნდის კრიტიკოსი და ოპოზიციის ღია მხარდამჭერია. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვერ შემდგარი რევოლუციის შემდეგ, უცხოური დაფინანსებით ახალი კამპანია დაიწყო - მიზანი, მოძალადეების პატრიოტებად გამოცხადებაა.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს, სამართლებრივი კი ძალადობრივი აქციის მთავარ ორგანიზატორებს უკვე დაეკისრათ. 7 თვიანი განხილვა მოსამართლემ 7 წლიანი პატიმრობის გადაწყვეტილებით დაასრულა. პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე-ხელისუფლების დამხობის მთავარი ინიციატორებიდან ძალადობრივი პროცესების ორგანიზებას დღეს არც ერთი აღიარებს, თუმცა აღიარებითი ჩვენება თვეების წინ, თავად გადაიღეს და გამოაქვეყნეს.

ამ მიმართვის შემდეგ , ორგანიზატორებმა თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სპეციალურ სცენაზე გადაინაცვლეს. სადაც მურთაზ ზოდელავამ მამაკაცური ძალის მობილიზების და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადანაცვლების დავალება გასცა.

გასაღები ვერ ჩაიბარეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა მოანგრიეს რკინის ჭიშკარი, ისროლეს მოლოტოვის კოქტეილები, დააზიანეს და დაწვეს ქუჩის ინფრასტრუქტურა - ფაქტების ამსახველი ყველა მტკიცებულება პროკურატურის ინფორმაციით საქმის მასალებში დევს.

მრავალტომიან საქმეში სახელმწიფო ბრალდების არაერთი და უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები დაკავებულების უდანაშაულობაზე მიუთითებენ.

რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა 4 ოქტომბერს და რა მოხდებოდა ოპოზიციისა და მათი გარე მხარდამჭერების მიზნები რეალობად რომ ქცეულიყო ? -სახელმწიფო მინისტრის და ვიცე პრემიერის თქმით, რომ არა სამართალდამცავი უწყებების მაღალი პროფესიონალიზმი და სიზუსტით მოქმედება, ვითარება შესაძლოა უმძიმესი სცენარით განვითარებულიყო.

იარაღი, რომელზეც მამუკა მდინარაძე საუბრობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მახლობლად, ტყის მასივში აღმოაჩინეს. ოპერატიული ინფორმაციით, საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო მოქმედებების შედეგია ისიც, რომ განსასჯელის სკამზე 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების კიდევ ერთი ორგანიზატორი- ბაჩო ახალია აღმოჩნდა.

პირადი კომუნიკაცია ჰქონდა მას "კურიერის" მიერ ჯერ კიდევ 4 ოქტომბრამდე ექსკლუზიურად მოპოვებული ეს კადრებიც ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ქრონოლოგიური სიზუსტით წუთებით და წამებით გაშიფრა და დაადგინა, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს, ინტერნეტ აპლიკაციით მუდმივ კომუნიკაციაში იყო აქციის ორგანიზატორებთან და სწორედ ის გასცემდა დავალებებს.

4 ოქტომბრის აქცია, მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთია იმ არ შემდგარი რევოლუციის მცდელობებიდან, რომელსაც ოპოზიცია გარე ძალების დავალებით გეგმავდა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის ინიციატორების წინააღმდეგ, ყველა მტკიცებულება საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა.

4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების მონაწილეთა ნაწილი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს და ლაშა ბერიძეს 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით, თორნიკე მჭედიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები