01 აგვისტო 2026,   16:06
ვრცლად
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს, „მეთადონს“ და „მეფედრონს“ რომელსაც რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ. ერთ-ერთი ბრალდებული დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებებს საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ათავსებდა. ასევე მან ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლი“.
მეორე ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით გამოძიებით დაუდგენელ პირს კონკრეტული ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების აღებაზე შეუთანხმდა, თუმცა დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დასახელებული მისამართიდან პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები