საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დროის გამოყენების გამოკვლევა დაიწყო. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ქალებისა და კაცების მიერ სხვადასხვა საქმიანობაზე დახარჯული დროის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია შეგროვდება.
გამოკვლევა ტარდება აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევა უკვე მეორედ ხორციელდება.