25 ნოემბერი 2026,   09:15
ვრცლად
№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სამზარეულო გაიხსნა

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სამზარეულო გაიხსნა.

სივრცეში კულინარიას ყოველწლიურად ორმოცი ქალი მსჯავრდებული შეისწავლის. კურსი მოიცავს როგორც სრულ თეორიულ, ისე პრაქტიკულ პროგრამებს. მისი დასრულების შემდეგ კი გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, რაც მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის შემდეგ კულინარიის სფეროში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

უახლესი ტექნიკა-დანადგარებითა და შესაბამისი ინვენტარით, სივრცე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისმა უზრუნველყო.

"იუსტიციის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციური სისტემა არ ემსახურებოდეს მხოლოდ სასჯელის აღსრულებას, მისი უმთავრესი მიზანი პატიმრებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა არის, მათი პროფესიული მხარდაჭერა და საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნებისთვის მომზადება. სწორედ ამ მიზნით გავხსენით ახალი სასწავლო სამზარეულო, რომელშიც ქალი პატიმრები დაეუფლებიან კულინარიულ მიმართულებას, შეიძენენ ახალ უნარებს და პრაქტიკულ გამოცდილებას", - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ლანა მორგოშია. 

დღის ამბები