თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ესქიშეჰირის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა.
უწყების ცნობით, AS-532-ის ტიპის ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ასრულებდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.