საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიას შორის კამათი, საბოლოოდ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის დარბაზიდან გაძევებით დასრულდა. გვარამიას რეპლიკები და დამოკიდებულება სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეთა შეურაცხყოფად შეაფასა. არაერთი გაფრთხილების შემდეგ კი გვარამიას დარბაზი დატოვება მოსთხოვა.
ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზიდან გაძევების შემდეგ სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ყველა წარმომადგენელმა. სხდომის გადადების მოთხოვნა და გვარამიას გუნდის პოზიცია შესვენების შემდეგ დარბაზში დაბრუნებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააჟღერა.
სხდომა საბოლოოდ ხვალისთვის გადაიდო.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით კი გვარამია ამ გზით მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.